მორტენსენი: არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, საქართველო ევროპის ნაწილი იქნება თუ პუტინის სამყაროს
25/10/2024 13:15:54 პოლიტიკა
დანიის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, „ლიბერალ ინტერნეიშენალის“ ვიცე-პრეზიდენტი ჰენრიკ ბახ მორტენსენი საკუთარ მიმართვაში ხაზს უსვამს ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესს და ამბობს, რომ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.
„გარწმუნებთ, რომ ჩემს ქვეყანაში და მთელს ევროკავშირში ყველა ყურადღებით აკვირდება არჩევნებს. მაქვს პრივილეგია, ვუხელმძღვანელო სხვადასხვა პარტიისგან შექმნილ დელეგაციას საქართველოში. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, საქართველო ევროპის თუ პუტინის სამყაროს ნაწილი იქნება“,- ამბობს დაენიელი პოლიტიკოსი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები პირველად აირჩევენ ახალი პარლამენტის შემადგენლობას სრულიად პროპორციული წესით. ასევე უმეტეს უბანზე ხმის მიცემა ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით წარიმართება.
იხილეთ ასევე: არჩევნები შენი საქმეა - რა უნდა ვიცოდეთ


