Accentnews.ge
კარანტინს დაქვემდებარებული გემის ეკიპაჟი შველას ითხოვს

კარანტინს დაქვემდებარებული გემის ეკიპაჟი შველას ითხოვს

10/02/2020 12:20:26 მსოფლიო

იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებული საკრუიზო გემის - „Diamond Princess“-ის ეკიპაჟი დახმარებისთვის გაეროსა და ინდოეთის მთავრობას მიმართავს.

როგორც მის ვიდეო–მიმართვაშია ნათქვამი, ეკიპაჟის წევრები არ არიან იზოლორებულები კორონავირუსით ინფიცირებულთაგან.

„ჩვენი მოთხოვნაა, განგვაცალკევონ ინფიცირებული მგზავრებისგან. ამ დრომდე ჩვენთვის კორონავირუსზე გამოკვლევები არავის ჩაუტარებია. ამოწმებენ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომელთაც 37.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვთ. თუ იაპონიას არ აქვს საშუალება, გემზე მყოფ ხალხს სათანადო დახმარება გაუწიოს, თხოვნით მივმართავთ გაერო-სა და ინდოეთის მთავრობას, მყისიერი დახმარება აღმოგვიჩინონ და განგვაცალკევონ ინფიცირებულთაგან“, – აცხადებენ ეკიპაჟის წევრები ვიდეო–მიმართვაში, რომელიც CNN-მა მოიპოვა.

ბოლო მონაცემებით, „Diamond Princess“-ზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 135-ს მიაღწია. ხომალდის ბორტზე ამ დროისთვის სულ 3700 ადამიანი იმყოფება. მათგან ეკიპაჟის 160 წევრი ინდოეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 40 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

9 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებსაც სკრინინგის შედეგად ვირუსის ნიშნები ასევე არ დაუდგინდათ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S