Accentnews.ge
ანკარა: „სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმას ხუთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა“

ანკარა: „სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმას ხუთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა“

10/02/2020 13:21:47 მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის იდლიბის პროვინციაში ქვეყნის სამთავრობო ძალები თურქულ სამხედრო პოსტს თავს დაესხნენ.

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა.

ცნობისთვის: 2 თებერვალს იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბეს. მომხდარს 4 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, კიდევ 9 დაშავდა. 3 თებერვალს თურქეთის საპასუხო დარტყმებს, როგორც ანკარა აცხადებს, 35-მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S