Accentnews.ge
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

11/02/2020 05:57:56 მსოფლიო

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 016-მდე გაიზარდა. მხოლოდ 10 თებერვალს ვირუსით ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, აღნიშნულ რეგიონში 10 თებერვალს დაინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 თებერვალს კი ვირუსი 2 618 ადამიანს დაუდგინდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 42 200 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსთან არაეფექტური ბრძოლის ბრალდებით ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი და პარტიის მდივანი, ასევე წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან ის ექიმები მოინახულა, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვირუსთან საბრძოლველად გადამწყვეტი ზომებია საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S