Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

11/02/2020 07:32:07 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საპარლამენტო ურავლესობის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია მან დღეს „აქცენტსაც“ დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ცნობისთვის: შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“, 50,908%-იანისა –„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი „საპარტიორო ფონდია“.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება "გავრილოვის ღამის" სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ მიიღო. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S