Accentnews.ge
შვედეთის პრემიერი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: "არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ"

შვედეთის პრემიერი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: "არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ"

29/10/2024 12:04:00 პოლიტიკა

"არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ", – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმ ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

მისი თქმით, "ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი დარღვევა იყო".

„ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არჩევნები სანდრო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

ცნობისთვის: შვედეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მიზნით თანამშრომლობის საკითხთა მინისტრმა ბენჟამინ დოუსმა განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S