კრემლი: „თურქეთმა სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს“
11/02/2020 10:49:59 მსოფლიო
კრემლის განცხადებით, თურქეთმა იდლიბის პროვინციაში "სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.
ამერიკული მედიის ცნობით, თურქმა სამხედროებმა იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
როგორც ცნობილია. 2012 წლის შემდეგ პირველად, სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში მთავარ მაგისტრალზე დაამყარეს კონტროლი.
ცნობისთვის: მიმდინარე თვეში იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. მომხდარს 20–მდე თურქი სამხედრო მოსამსახურე და 40–მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა.


