Accentnews.ge
ერდოღანი: „სირიის სამთავრობო ძალებს თურქი ჯარისკაცების დაბომბვა ძალიან ძვირად დაუჯდებათ“

ერდოღანი: „სირიის სამთავრობო ძალებს თურქი ჯარისკაცების დაბომბვა ძალიან ძვირად დაუჯდებათ“

11/02/2020 11:54:45 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სირიის სამთავრობო ძალებს საპასუხო თავდასხმებით ემუქრება.

„სირიის სამთავრობო ძალებს თურქი ჯარისკაცების დაბომბვა ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ისინი იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ხვალ განასაჯაროებს გეგმას, როგორ აპირებს ანკარა, გაუმკლავდეს სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებას.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. მომხდარს 20–მდე თურქი სამხედრო მოსამსახურე და 40–მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა. როგორც ცნობილია. 2012 წლის შემდეგ პირველად, სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში მთავარ მაგისტრალზე დაამყარეს კონტროლი. დღეს კრემლმა ანკარას მოუწოდა, შეწყვიტოს "სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S