Accentnews.ge
ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასა და სამხედრო აგრესიას შორის ავლებს პარალელს

ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასა და სამხედრო აგრესიას შორის ავლებს პარალელს

30/10/2024 13:43:19 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტოის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასა (რის შესახებაც ჟღერდა გაფრთხილებები ევროკავშირიდან) და სამხედრო ძალის შემოსვლას შორის გაავლო პარალელი. მანამდე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა "ქართული ოცნების" გენმდივანმა კახა კალაძემ.

"თუ დღის წესრიგში მსგავსი საკითხი [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] დადგა, ეს იმდენად უსამართლოა, ჩვენ, ალბათ, უნდა მოველოდოთ, რომ შეიძლება რომელიმე ქვეყანა უახლოეს პერიოდში საქართველოში სამხედრო ძალებით შემოვიდეს, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე, რომელიც სამხედრო ძალების გამოყენებით ყოველ დღე გვემუქრება!",- უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას.

მან კვლავ გაიმეორა, “საქართველო ყველა მაჩვენებლით ევროკავშირის მრავალ წევრ ქვეყანას უსწრებს, ვინც დღეს საქართველოს დასანქცირებას მოითხოვს - უსწრებს და ამავე დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავისი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს ჩამორჩება ბალტიის პირეთის ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობითა და ეკონომიკური ურთიერთობებით, მაგრამ ესწრებს დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვით მხრივ და სხვა კრიტერიუმებით. თუ ამ ყველაფრის ფონზე ასეთი რამ მოხდა, ეს არის ტოლფასი იმისა, რომ საქართველოს მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული აქცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ტოლფასია“, - თქვა ვოლსკიმ.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამძაფრდა "აგენტების კანონის" ინიცირებისა და მიუხედავად ხალხმრავალი ხანგრძლივი პროტესტისა, მიღების შემდეგ. ამას დაერთა მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკა და შეთქმულების თეორიების ინტენსიური გაჟღერება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ შესასრულებელ პუნქტებს შორის. ასევე ყურადღება მახვილდებოდა თავსიუფალი და სამართლიანი არჩევნების კრიტიკულ მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა გაფრთხილება ზომების შესახებ და რომ მათ შორისაა ვიზალიბერალიზაციაც. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ევროინტეგრაციის კურსი საფრთხის ქვეშ არ იდგა მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან მკაფიო განცხადებისა პროცესის შეჩერების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S