Accentnews.ge
რა პირობებს აყენებს ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად

რა პირობებს აყენებს ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად

30/10/2024 16:24:00 პოლიტიკა

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია, თუმცა იქვე მითითებულია, რამდენიმე პირობა, რომელსაც ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად უყენებს.

რა პირობებს უყენებს კომისია საქართველოს

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ევროკომისია ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე პირობას უყენებს:

  • "საქართველო უნდა დაუბრუნდეს 9 პრიორიტეტის განხორციელებას.
  • საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი;
  • საქართველომ უნდა გააუქმოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი.
  • საქართველომ თავი უნდა შეიკავოს სხვა ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
  • საქართველომ ასევე უნდა განაახლოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
  • საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან რჩება დაბალი. ევროკავშირს მიერ რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებთან არმიერთების მიუხედავად, საქართველომ ძალისხმევა გასწია სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
  • ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ და ამის ნაცვლად გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და მტრული პოლიტიკური რიტორიკის დასაძლევად.
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედიის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმები სათანადოდ იყოს გამოძიებული.
  • ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაოსობის რეფორმის განსახორციელებლად.
  • ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ელიტური დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ოლიგარქიული გავლენის აღმოსაფხვრელად .
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, სამართალდამცავ უწყებების მუშაობაზე საკმარისი საჯარო და საპარლამენტო ზედამხედველობა, ასევე საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტია", – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S