დანიის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა
31/10/2024 15:49:49 პოლიტიკა
“[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.


