ესტონეთის ელჩი: “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია"
31/10/2024 15:57:02 პოლიტიკა
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი გზავნილი", – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება.


