Accentnews.ge
პაპუაშვილი: აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა

პაპუაშვილი: აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა

04/11/2024 09:24:26 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა არაესკალაციის პოლიტიკით არა მხოლოდ საქართველო იხსნა ეკონომიკურ კრიზისისა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტოსგან, არამედ ევროპაც გადაარჩინა ეკონომიკურ პრობლემებს. აღნიშნული გზავნილის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო პერიოდის პროპაგანდისტულ გზავნილითან "მეორე ფრონტისა და "ომში ჩათრევის" თაობაზე, რასაც უკავშირებდნენ ისინი დემოკრატიის უკუსვლის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკას. კერძოდ, ხელისუფლების ოპონენტები ამ ნარატივის გაბათილებას ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის სწორედ იმ გარემოებების განმარტებითაც, რომ მათ შორის, რუსეთის სანქცირების პირობებში გაიზარდა საქართველოზე გამავალი დერეფნის მნიშვნელობა და რომ დასავლეთის ინტერესში არ იყო საქართველოში ვითარების ესკალაცია.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ბოლო 4 წლის განმავლობაში; ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა ამ პოლიტიკას. ამ არჩევნებმა და ამ რეფერენდუმმა სწორედ ეს დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი დგას ამ პოლიტიკის უკან - იმ პოლიტიკის, რომ არ დაწესდეს სანქციები, არ გაიგზავნონ მოხალისეები ომში, იმ პოლიტიკის, რომ არ შევიდეთ ესკალაციაში სხვა ქვეყნებთან ჩვენს გარშემო. გავიხედოთ გარშემო - ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი. არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის არის მშვიდობა, არამედ ეს მშვიდობა მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც. დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის, დღეს საქართველოზე გადის ყველა ეს ტვირთი, ამიტომ ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამით სარგებლობენ სხვა ქვეყნები, თორემ აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ გადაარჩინა ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S