Accentnews.ge
ერდოღანი: „ასადის ძალებს მთელი სირიის მასშტაბით დავბომბავ“

ერდოღანი: „ასადის ძალებს მთელი სირიის მასშტაბით დავბომბავ“

12/02/2020 08:43:09 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმებს არა მხოლოდ იდლიბის პროვინციის ტერიტორიაზე, არამედ მის მიღმაც განახორციელებს.

„სირიის სამთავრობო ძალებს სირიის მასშტაბით დავბომბავ. ისინი იმას მიიღებენ, რასაც იმსახურებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. მომხდარს 20–მდე თურქი სამხედრო მოსამსახურე და 40–მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა. როგორც ცნობილია. 2012 წლის შემდეგ პირველად, სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში მთავარ მაგისტრალზე დაამყარეს კონტროლი. დღეს კრემლმა ანკარას მოუწოდა, შეწყვიტოს "სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S