პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი განახევრდა
12/02/2020 08:53:07 მსოფლიო
"ლევადა-ცენტრის" კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი განახევრდა.
მისივე მონაცემებით, პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი 35%-მდე დაეცა.
2017 წლის დეკემბრში პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი 60% იყო.
კვლევის შედეგების თანახმად, 2019 წლის სექტემბრიდან ნდობის რეიტინგი გაეზარდათ თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, 13-დან 19%-მდე და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს - 14-დან 17%-მდე.
ამასთან, "ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, პუტინის საქმიანობას გამოკითხულთა 60-70% კვლავ დადებითად აფასებს.


