Accentnews.ge
ვოლკერი: "იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული"

ვოლკერი: "იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული"

07/11/2024 07:31:34 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აშშ–სთან ურთიერთობების შეცვლის იმედებს შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე ამყარებდა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, "აქცენტი" დაინტერესდა, რამდენად არის გამართლებული „ოცნების“ იმედები და შესაბამისი კითხვით NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელ კურტ ვოლკერს მიმართა.

იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები რეალურად საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული.

  • „არ მჯერა, რომ ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ან მის გუნდს საერთოდ სერიოზულად ეფიქრათ საქართველოზე. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული“, – განცუხადა ვოლკერმა "აქცენტს".

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ–ის რიგით 47–ე პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ამავე თემაზე: თორნტონი "ოცნებას" "ტრამპზე ნატვრისას" სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "იზოლაციონისტური აშშ სიამოვნებით დაუშვებს საქართველოს კრემლის გავლენის სფეროში შთანთქმას"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S