რუსეთში, საავადმყოფოდან კორონავირუსით დაავადებული მეორე პაციენტი გაწერეს
12/02/2020 09:43:39 მსოფლიო
რუსეთში ირწმუნებიან, რომ ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი, რომელიც ბაიკალისპირეთის საავადმყოფოში კორონავირუსით მოხვდა, გამოჯანმრთელდა და ქვეყნის მასშტაბით უკვე მეორე პაციენტია, რომელიც ამ დაავადების შემდეგ კილინიკიდან ეწერება.
პაციენტის მეუღლე და ქალიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინზე რჩებიან, ისინი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გაწერონ, მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტესტები ჩაურტარდებათ.
ვან იუნბინი საავადმყოფოში 26 იანვარს მოათავსეს, თუმცა პირველმა ტესტებმა უარყოფითიო შედეგი აჩვენა, რის გამოც იგი გაუშვეს და 5 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა ქალაქ ჩიტას მასთაბით. მოგვიანებით, მან ექიმებს კვლავ მიმართა და ამჯერად ტესტმა უკვე დადებითი შედეგი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე ტიუმენის საავადმყოფოდან გაეწერა ჩინელი სტუდენტი, რომელიც ადგილობრივი მედიკოსების მტკიცებით, სრულად გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 44 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
გუშინ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


