Accentnews.ge
მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება

12/02/2020 10:46:40 სამართალი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, ჩოლოიანი შეუძლოდ არის.

ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის განცხადებით, მოზარდმა თავი სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მოიკლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S