Accentnews.ge
როთი: თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა

როთი: თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა

08/11/2024 10:11:39 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადებით, 11 ნოემბერს თბილისს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა.

„საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით. თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა“, – წერს როთი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სამმა ევროპარლამენტარმა და 18 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა და წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროკავშირის კომისიას და საბჭოს, მათ შორის საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

ისინი ასევე, მოუწოდებენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

განცხადების ხელს, მათ შორის როთი აწერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S