06-11-2024 18:44:53 პოლიტიკა
3 ევროპარლამენტარი და 18 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროკავშირის კომისიას და საბჭოს, მათ შორის საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ისინი ასევე, მოუწოდებენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
"მტკიცე სოლიდარობით ვდგავართ რა იმ ერების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს, მტკიცედ ვდგავართ რა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის გვერდით, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ რა საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, ვიმეორებთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღინიშნა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით, რომლებიც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღვნიშნავთ რა, რომ არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობა არის ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი და საფუძველი, რომლის მიმართაც საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება, მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს:
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ვინც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელი საარჩევნო პროცესის დროს.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ყველა ფონდი, რომელიც ჩართულია საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში არიან ჩართულები. ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადაიხედოს საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და არ გამორიცხოს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები არ შესრულდება", – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: