Accentnews.ge
მოსკოვში მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე თავი მოიკლა

მოსკოვში მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე თავი მოიკლა

12/02/2020 13:43:26 სამართალი, მსოფლიო

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსანმა ვიქტორ სვირიდოვმა მოსკოვში, მის სასამართლო პროცესზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა თავი.

ბრალდებულმა გასროლა მისთვის განაჩენის გამოცხადებისთანავე განახორციელა.

როგორ მოახერხა მან სასამართლო დარბაზში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა – ჯერ–ჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ.

ცნობისთვის: სვირიდოვს ხსენებული სამსახურის ყოფილი უფროსისგან 10 მლნ რუბლის გამოძალვას ედავებოდნენ. მან ბრალეულობა აღიარა. აღნიშნული დანაშაული 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სვირიდოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მხოლოდ 3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც გამოცემა „Mash“ იუწყება, ბრალდებულს ონკოდაავადების მეოთხე სტადია ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S