ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: გზა ევროკავშირისკენ ღიაა, გვჭირდება ნიშნები იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია
13/11/2024 20:29:39 პოლიტიკა
გზა ევროკავშირისკენ ღიაა, ჩვენ გვჭირდება ნიშნები იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია როგორც სიტყვებით, ასევე მოქმედებით,- თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
"ქართველი ხალხი თვეებია, დემონსტრაციებს მართავს და ერთგულებას გამოხატავს დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირისკენ სვლის მიმართ. ისინი იმსახურებენ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას. ალბათ პუტინის მეგობრებს არ მოეწონათ ეს და არც ევროკავშირის დროშები თბილისის ქუჩებში.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანამ ზომები მიიღება ევროკავშირის მიერ მთავრობის მიმართ, უნდა გავითვალისწინოთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები იყო აშკარა. საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე არჩევნებზე მომხდარი დარღვევების. ამას სჭირდება ნამდვილი პოლიტიკური ნება საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგან.
გზა ევროკავშირისკენ ღიაა, ჩვენ გვჭირდება ნიშნები იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზის ერთგულია როგორც სიტყვებით, ასევე მოქმედებით",- თქვა პოლიტიკოსმა.


