ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან მკაცრი პირობების ქვეშ იქნება

13-11-2024 23:32:50 ევროპა ,პოლიტიკა

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები დაფიქსირებულ იქნა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე. დელეგაციამ [ევროპარლამენტარების] წარმოადგინა კრიტიკული დასკვნა კლიმატზე, რომლითაც გაისვარა საარჩევნო პროცესი. ეს არჩევნები არ შეესაბამება ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ადგილი ჰქონდა არასათანადო პირობებს, ინსტრუმენტალიზაციას ომის შიშისა და მთავრობა წარმოადგენდა თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეუძლია სტაბლურობის უზრუნველყოფა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, თან ახშობს საწინააღმდეგო აზრს. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში შედეგების გასაპროტესტებლად, ბევრ მათგანს ევროკავშირის დროშა ეჭირა ხელში. როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშრის დროშას დემონსტრანტების ხელში, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება, არა მხოლოდ მათ",- თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა [სინქრონული თარგმანი].

მან ვითარებიდან გამოსავლის გზებზეც ისაუბრა:

  • "ივნისის შემდეგ ევროკავშირმა უპასუხა მკაცრად საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, წევრ სახელმწიფოებთან ერთად ჩვენ შევაჩერეთ დახმარება - 30 მილიონი ევრო ევროპული ფინდიდან შეჩერდა. ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის მოქმედების კურსს, ამავდროულად გავაგრძელებთ დახმარებას დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი;
  • არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მოაგვაროს სერიოზული დარღვევების საკითხი. საქართველოს საკითხი უკვე შევიდა ევროპული საბჭოს სხდომაზე განსახილვლ საკითხთა შორის. ჩვენ შესაძლოა, შევთანხმდეთ დამატებით ზომებზე.
  • ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან იქნება მკაცრი პირობების ქვეშ და დამოკიდებული იქნება გაფართოოების შესახებ მოხსენებახზე, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს.
  • გარდა ამისა, საქართველომ ანტიევროპული რიტორიკის მოგვარებას უნდა მიმართოს, ასევე აგენტებისა და ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა იქნას გაუქმებული. უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები და ამის შესმდეგ იქნება შესაძლებელი, საქართველომ პროგრესი განიცადოს ევროპულ გზაზე. არ არსებობს ალტერნატივა საქართველოს ევროპული გზისა".

პოლიტიკოსმა ხაზგამით აღნიშნა, რომ გზავნილი მკაფიოა - დემოკრატია და კანონის უზენაესობა, "რაც მალე გაიგებენ ამას თბილისში, მით უკეთესი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები