Accentnews.ge
ქალს, რომელმაც ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სცადა, 2–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქალს, რომელმაც ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სცადა, 2–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13/02/2020 08:01:58 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელმაც ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სცადა, 2–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ინციდენტი 2019 წლის ივნისში ბრიტანული ავიახაზების „Jet2“ კუთვნილ ავიახომალდზე მოხდა, რომელიც რეისს ლონდონიდან თურქეთის ქალაქ დალამანის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 206 მოქალაქე იმყოფებოდა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა 26 წლის ქლოე ჰეინესმა ფრენისას კარის გაღება სცადა შეძახილებით „თავის მოკვლა მინდა. ყველას დაგხოცავთ!“.

„ქალბატონმა ჰეინესმა ჩვენს მგზავრებს კოშმარი მოუწყო. ჩვენი კომპანიის მომსახურებით იგი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ ისარგებლებს“, – განაცხდა ავიაკომპანიის დირექტორმა სტივ შიფმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S