მატეო სალვინის 15–წლიანი პატიმრობა ემუქრება
13/02/2020 11:14:11 მსოფლიო
იტალიის შინაგან საქმეთა ექს–მინისტრ მატეო სალვინის 15–წლიანი პატიმრობა ემუქრება. მას მიგრანტების გემისათვის პორტების უკანონოდ დაკეტვას ედავებიან.
იტალიის სენატმა ყოფილ მინისტრს დეპუტატის მანდატიც მოუხსნა.
სალვინიმ გასულ წელს, შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 116 მიგრანტს პორტში შესვლის უფლება არ მისცა. პროკურატურის მტკიცებით, მან გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პოზიცია არ გაითვალისწინა.


