სირიის პარლამენტმა „სომეხთა გენოციდის აღიარების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო
13/02/2020 13:03:13 მსოფლიო
სირიის პარლამენტმა „სომეხთა გენოციდის აღიარების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო.
"ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია", – ნათქვამია რეზოლუციაში.
ცნობისთვის: მიმდინარე თვეში იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. მომხდარს 20–მდე თურქი სამხედრო მოსამსახურე და 40–მდე სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის პროვინციაში დაწინაურების ნებას არ მისცემს. ბოლო დღეებში ანკარამ იდლიბის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოდგენილობა გაზარდა. როგორც ცნობილია. 2012 წლის შემდეგ პირველად, სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში მთავარ მაგისტრალზე დაამყარეს კონტროლი. კრემლმა ანკარას არაერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს "სირიის სამთავრობო ძალებსა და რუს სამხედროებზე თავდასხმები“. გუშინ ერდოღანი დაიმუქრება, რომ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმებს არა მხოლოდ იდლიბის პროვინციის ტერიტორიაზე, არამედ მის მიღმაც განახორციელებს.


