ვახტანგ გომელაური: გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო და რა უნდა ექნა გვარს რომ გაიგებდა? ცოტა სასაცილო იყო, რაღაც ჭავლი გამოიყენესო
26/11/2024 12:02:26 პოლიტიკა
"გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო, ნუ, გაიგოს, კი ბატონო, აგერ ვართ და რა უნდა ექნა გვარს რომ გაიგებდა? პოლიტიკოსის გარდა, პრეტენზია რომ გაქვს მორალზე და ყველაფერზე, არ შეიძლება მოქალაქეს, პოლიციელს ასე მოექცე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, "კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია პოლიციელს აშინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მიუღებელია".
„გეგელიასთან დაკავშირებით გეტყვით, მეღიმება, უკაცრავად, მაგრამ ცოტა სასაცილო იყო, ჭავლი გამოიყენესო. ჯერ უმჯობესია, ჩამოყალიბდნენ, ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები, თუ არ არიან, თუ უარს აცხადებენ მანდატებზე. მეორე – იქ რაც ვნახე, ჩემთვის მიუღებელი იყო, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო. გაიგოს, კი ბატონო. აგერ ვართ, რა უნდა ქნას, გვარს რომ გაიგებდა? რა გააკეთა იმ პოლიციელმა, იდგა უბრალოდ, არაფერი გაუკეთებია. გეგელია პოლიციელთან მიდის, უყვირის, ეს მანქანები რატომ მოიყვანეო. ვფიქრობ, იქით აყენებდა შეურაცხყოფას. გვარის გაგებით თითქოს აშინებდა. არ მინდა, ხაზი გავუსვა, ფხიზელი იყო თუ არა ეს ადამიანი. მტკიცებულებით ფორმატში მოვიტანე, მაგრამ ისეთი მიუღებელი ჩვენთვის იქ არაფერი მომხდარა. თვითონ მივიდა პოლიციასთან, პოლიცია არ მისულა, აქ რატომ დგახარ და ასე შემდეგ. თვითონ მივიდა და დაუწყო საუბარი. რა საუბარიც იყო, ჩემთვის მიუღებელია. როცა პოლიტიკოსი ხარ და პრეტენზია გაქვს მორალზე, ყველაფერზე, არ შეიძლება, ასე მოექცე მოქალაქეს, პოლიციელს“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: 25 ნოემბერს გეგელიას წყალი შეასხეს.


