Accentnews.ge
კობახიძემ პაპუაშვილის სადავო განცხადებაზე გააკეთა კომენტარი

კობახიძემ პაპუაშვილის სადავო განცხადებაზე გააკეთა კომენტარი

28/11/2024 10:11:52 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებების შესახებ, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ღვინის სექტორის „ჩამოშლის“ მოლოდინის თაობაზე.

მან გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის „ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“.

„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამისთვის ,მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. მაგრამ ერთის მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მეორეს მხრივ, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შეინარჩუნოს მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე“,- თქვა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვას კობახიძემ ასე უპასუხა:

„მას [პაპუაშვილს - რედ.] ექნებოდა საუბარი იმაზე, რომ ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ჩვენ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ მანამდე ადაფტაცია განახორციელოს ქვეყანამ...მარტივ რამეზეა საუბარი: შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, რაც გამოიწვევს ტურისტების რამდენიმე მილიონით შემცირებას და ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი“.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სადღეისოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არახელსაყრელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S