ჩეხეთის ელჩი: ევროკავშირის არის გაერთიანება, სადაც მოქმედებს წესები და ეს წესები უნდა იყოს დაცული
28/11/2024 13:16:00 პოლიტიკა
ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა კიდევ ერხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რიგი წესების დაცვას გულისხმობს.
„მოგვწონს თუ არა, ევროკავშირის არის გაერთიანება, სადაც მოქმედებს წესები და ეს წესები უნდა იყოს დაცული. მიზეზი მარტივია: თუ ამ წესებს არ დაიცავ, შესაბამისად ვერ იფუნქციონირებ. ცხადია, საქართველოს გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა გაწევრიანება. ჩვენ არ მოვახდენთ რაიმე სახის ზეწოლას. ქვეყნის თავისუფალი არჩევანია გაწევრიანება, მაგრამ უნდა იცოდეთ ის ფაქტიც, რომ მხოლოდ უფლებებს არ ეხება, ეს ეხება ვალდებულებებსაც - როგორც მომავალმა წევრმა, თქვენც უნმდა შეასრულოთ და დაიცვათ ეს წესები. თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ“,- თქვა ელჩმა „ფორმულასთან“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის საპასუხოდ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება ნეგატიურ კონტექსტში შემოგვთავაზა.
ამავე თემაზე:
რა არ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ
"ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია" - უზუსტობები პაპუაშვილის განცხადებაში


