რა არ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ
28-11-2024 17:03:17
კომენტარი
„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმიანება სადავო არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ევროკავშირში გაწევრიანების ნეგატიურ კონტექსტში შემოთავაზების თაობაზე და რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
- "[შალვა პაპუაშვილი]ამბობს, "ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ, უამრავ ქვეყანასთან უვიზოს გაუქმება მოგვიწევს და ეს ცუდიაო" - ჯერ ერთი, შესვლამდე (ისიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა) მინიმუმ 5-7 წელია.
- შემდეგ კი, რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე: ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, ჩინეთისა და შუა აზიის ქვეყნების ჩათვლით.
- მან ასევე თქვა, რომ "თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებ გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო", რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ - ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გაგვიხსნის: თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში - აშშ-თან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს".
"ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება,- აჯამებს გოგოლაშვილი.
ამავე თემაზე: "ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია" - უზუსტობები პაპუაშვილის განცხადებაში