გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი (ვიდეო)
17/02/2020 08:10:38 სამართალი
გუდაურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „მთავარი არხის“ ცნობით, მკვლელობას წინ ორი ჩხუბი უძღოდა, რომელშიც სავარაუდოდ, 6 პირი მონაწილეობდა.
ინციდენტი გუდაურში 16 თებერვალს მოხდა. 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად გაისროლა, 22 წლის მამაკაცი მოკლა და მეორე პირი მძიმედ დაჭრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული გუშინვე დააკავა. მას განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


