ანკარაში ქრისტიანების საფლავების შეურაცხყოფისთვის მოზარდები დააკავეს
17/02/2020 09:54:16 მსოფლიო
ანკარაში ქრისტიანების საფლავების შეურაცხყოფაში ეჭვმიტალინი მოზარდები დააკავეს, – იუწყება თურქული მედია.
მისივე ცნობით, ვანდალიზმის ფაქტი 20–მდე საფლავზე დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.
ცნობისთვის: თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში სიტუაციის გამწვავების შემდეგ თურქულ სოციალურ ქსელებში ანტირუსული განწყობა შეინიშნება. რუსი დიპლომატის მტკიცებით, იყო მუქარები პირადად მისი მისამართითაც, რის გამოც თურქეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატების დაცვა გააძლიერა.


