გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მანქანაში მამაკაცის დამწვარი გვამი იპოვეს
17/02/2020 14:50:15 სამართალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მანქანაში მამაკაცის დამწვარი გვამი იპოვეს.
ადგილობრივების ნაწილი მკვლელობის და კვალის დაფარვის მიზნით მანქანის დაწვაზე საუბრობს, ნაწილი კი უბედურ შემთხვევაზე.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


