Accentnews.ge
პრანკერს, რომელმაც მოსკოვის მეტროში კორონავირუსის შეტევა გაითამაშა, 7 წელი ემუქრება (ვიდეო)

პრანკერს, რომელმაც მოსკოვის მეტროში კორონავირუსის შეტევა გაითამაშა, 7 წელი ემუქრება (ვიდეო)

17/02/2020 17:25:47 მსოფლიო

პრანკერ კარომათულო ჯაბოროვს, რომელმაც მოსკოვის მეტროში კორონავირუსის შეტევა გაითამაშა, ხულიგნობის ბრალდება დაუმძიმდა და ახლა თავისუფლების 7 წლით აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების მასალების თანახმად, 2 თებერვალს ტაჯიკეთის მოქალაქე ჯაბოროვმა სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მოსკოვის მეტროში უამრავი მგზავრის თვალწინ გაითამაშა, თითქოს დამძიმებული კორონავირუსის გამო წინასასიკვდილო კონვულსიები დაეწყო, იგი იატაკზე დაეცა და ფართხალებდა.

ვიდეო, რომელზე ჩანს როგორ გამორბიან მგზავრები ვაგონიდან, ერთ–ერთმა მომხმარებელმა ინტერნეტში განათავსა. ჯაბოროვი ჯერ ხულიგნობის ბრალდებით ერთი თვით დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ ბრალი დაუმძიმეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S