Accentnews.ge
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ რუსეთს "იუკოსისთვის" 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ რუსეთს "იუკოსისთვის" 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

18/02/2020 11:02:36 მსოფლიო

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულება, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს რუსეთის ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს, კვლავ აღადგინა.

18 თებერვლის გადაწყვეტილებამ გააუქმა 2016 წელს ჰააგის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც გაუქმებული იყო კომპენსაციის განკარგულება.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება არ იყო სწორი, ამდენად, კვლავ ძალაში შევიდა საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი.

საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა 2003 წელს ხელში ჩაიგდო „იუკოსი“ კომპანიისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებით. ამავე დროს, პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, „იუკოსის“ ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს. მან ციხეში ათი წელი გაატარა. მას მერე, რაც პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S