სამტრედიაში ქალი მოკლეს
18/02/2020 11:12:12 სამართალი
სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მოკლული ქალია. არსებული ინფორმაციით, მას თავს დაესხა ქმარი, რომელთანაც განქორწინება უნდა გაეფორმებინა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


