Accentnews.ge
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება გამწვავდა

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება გამწვავდა

18/02/2020 13:10:47 მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გამწვავდა.

„ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება, დილით შეტევაზე შემდეგ ლოკაციებზე გადავიდნენ: ნოვოტოშკოვსკოე, ორეხოვო, კრიმსკოე და ხუტორ ვოლნის რაიონი. მოიერიშეებმა გამოიყენეს შეიარაღება, რომელიც მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია. უკრაინის სამხედრო ძალებმა სეპარატისტების იერიში მოიგერიეს და თავიანთ პოზიციებს სრულად აკონტროლებენ. მომხდარს ერთი სამხედრო ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა. მსხვერპლია სეპარატისტთა რიგებშიც“, – აცხადებენ უკრაონის გენშტაბში.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ცინიკური პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ემსახურება. დონბასში საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და სამხედრო ძალის გაყვანის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გერმანიაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისას გაფორმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S