Accentnews.ge
„დაიმონდ პრინცესზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი დასრულდა

„დაიმონდ პრინცესზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი დასრულდა

19/02/2020 05:11:24 მსოფლიო

იაპონიის სანაპიროსთან გაჩერებულ საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კარანტინი დასრულდა.

როგორც BBC იუწყება, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ. ხოლო პირებს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდებათ, თუმცა საკრუიზო ლაინერზე ყოფნის დროს ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი მოუწიათ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი საკარანტინე პერიოდის განმავლობაში ბორტზე დარჩებიან.

ცნობისთვის: საკრუიზო ლაინერი „დაიმონდ პრინცესი“ იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლის შემდეგ იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ვირუსი ბორტზე გავრცელდა. მას შემდეგ კორონავირუსი ბორტზე მყოფ 500-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინე პერიოდის გასვლამდე რამდენიმე სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S