Accentnews.ge
ირანის ვიცე–პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის ვიცე–პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

27/02/2020 14:35:36 მსოფლიო

ირანის ვიცე–პრეზიდენტ მასოუმეჰ ებტეკარს ახალი ტიპის კორონავირუსი ("COVID-19") დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იგი ჰოსპიტალშია იზოლირებული.

მანამდე "COVID-19" ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და პარლამენტის ორ წევრსაც აღმოაჩნდათ.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსს 26 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 245.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S