საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

26-02-2020 21:58:05 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,– ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ის ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც მინისტრი ამბობს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტიკარაძის ცნობით, მოქალაქე საბაჟო ზოლზე მებაჟეებმა შეამოწმეს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს დავალებებს ასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მებაჟეები ეკიპირებულები იყვნენ, ხორციელდება მათი შემოწმებაც და მათ საკარანტიზო ზონაში გადაიყვანენ.

„ჩვენ არ გვაქსვ პანიკის საფუძველი. მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია არ გვქონდეს. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა და მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის საკმარისი საკარანტინო სივრცეები გვაქვს, ისევე, როგორც სათანადოდ მომზადებული საავადმყოფო სივრცეები“,– განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები