Accentnews.ge
ისრაელმა იტალიიდან ჩაფრენილი უცხოელები აეროპორტიდანვე გააბრუნა

ისრაელმა იტალიიდან ჩაფრენილი უცხოელები აეროპორტიდანვე გააბრუნა

27/02/2020 19:09:34 მსოფლიო

ისრაელმა იტალიიდან ჩაფრენილ უცხოელებს თვითმფრინავის დატოვების უფლება არ მისცა და აეროპორტიდანვე უკან გააბრუნა.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბორტზე მყოფ ისრაელის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს.

შს მინისტრ არიელ დერის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დღეს იტალია იმ სახელმწიფოების სიაში შეიყვანეს, საიდანაც უცხოელებს ისრაელში შესვლა ეკრძალებათ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის ერთ–ერთი ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 400–მდეა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, "COVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

"COVID-19“ უკვე მსოფლიოს 45–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S