Accentnews.ge
კორონავირუსს ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ემსხვერპლა

კორონავირუსს ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ემსხვერპლა

27/02/2020 19:58:41 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსს ("COVID-19“) ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 245, მათ შორის - ირანის ვიცე–პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის ორი წევრი.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S