Accentnews.ge
ახალი ტიპის კორონავირუსი ლიეტუვასა და ბელარუსშიც დაფიქსირდა

ახალი ტიპის კორონავირუსი ლიეტუვასა და ბელარუსშიც დაფიქსირდა

28/02/2020 06:23:56 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსი ("COVID-19“) ლიეტუვასა და ბელარუსშიც დაფიქსირდა.

ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი იტალიიდან ჩასულ ლიეტუველ ქალს დაუდგინდა. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ბელარუსელი მედიკოსების განცხადებით კი, "COVID-19" ქვეყანაში ჩასულ ირანელ ტურისტს დაუდასტურდა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S