Accentnews.ge
მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

28/02/2020 08:51:48 მსოფლიო

მონღოლეთის პრეზიდენტი ჰალთმააგიინ ბატულგა და ქვეყნის დელეგაციის წევრები, რომლებიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს.

როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "მონცამე" იუწყება, ჩინოსნები იზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ.

მისივე ცნობით, ვიზიტისას ბატულგამ ჩინელ კოლეგას 30 000 ცხვარი აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S