Accentnews.ge
ბოლო 6 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 571–ით გაიზარდა

ბოლო 6 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 571–ით გაიზარდა

28/02/2020 09:06:32 მსოფლიო

ბოლო 6 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19") ინფიცირებულთა რაოდენობა 571–ით გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის "COVID-19"–ს 13 მოქალაქე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2,337.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S