Accentnews.ge
აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

28/02/2020 11:24:47 მსოფლიო

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შევიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკშია იზოლირებული.

ირკვევა, რომ სიმპტომები უკვე საზღვრის კვეთისას აღინიშნებოდა, რის გამოც იგი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

როგორც მედიკოსები იუწყებიან, ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S