Accentnews.ge
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

28/02/2020 13:21:08 მსოფლიო

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19") გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი ბრიტანელი მამაკაცია, რომელიც იაპონიის სანაპიროსთან მდგომი, კარანტინს დაქვემდებარებული საკრუიზო გემიდან - "Diamond Princess" იყო ევაკუირებული.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 19 ადამიანი.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S