Accentnews.ge
იტალიის ლომბარდიაში ინფიცირებულთა 10% მედპერსონალია

იტალიის ლომბარდიაში ინფიცირებულთა 10% მედპერსონალია

29/02/2020 21:32:59 მსოფლიო

იტალიის ლომბარდიაში ინფიცირებულთა 10% მედპერსონალია. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის პრეს–სპიკერმა პაოლა სტინგამ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ჩვენი ექიმები ჯანმრთელები შევინარჩუნოთ. ლომბარდიაში ყოველი ათი ინფიცირებულიდან, ერთი მედიკოსია“, – განაცხადა სტინგამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 900–ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) 8 ადამიანი დაიღუპა, 307 დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსმა უკვე 29 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,128–ს მიაღწია.

„ინფიცირებულთა 42% სახლებში არიან იზოლირებულები. 401 ადამიანი კლინიკებშია მოთავსებული, მათგან 101 - ინტენსიური თერაპიის პალატაში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ყველა მათგანი 70 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების მქონე პირი იყო“, – განაცხადა ანჯელო ბორელიმ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 337- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 835 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 87-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 85 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S