მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს
02/03/2020 05:31:17 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 86 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


