Accentnews.ge
აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა

აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა

02/03/2020 19:46:08 მსოფლიო

აშშ–ში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვლილთა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ყველა შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „COVID-19“–ით 91 ადამიანია ინფიცირებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 89 000–ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები და მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S